Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკად. შოთა ძიძიგურის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრი და დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის ესპანური ენისა და ლიტერატურის მიმართულება 2023 წლის 14 დეკემბერს ჩაატარებენ აკად. შოთა ძიძიგურის ხსოვნისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 2023 წლის 30 ნოემბრამდე ხელმძღვანელის რეკომენდაცია და თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: irina.nozadze@tsu.ge

 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი

მსჯელობა – 5 წუთი

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება

თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.

 

საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრის უფროსი სპეციალისტი, დოქტორანტი ირინა ნოზაძე

ელ. ფოსტა: irina.nozadze@tsu.ge